
"ტაბულის" დამფუძნებელი და დირექტორი, ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი და "Tაბულა არტ"-ის რედაქტორი ლექსო მაჭავარიანი, ასევე მოხალისე სტუდენტი დააკავეს ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი ხვალ დაგეგმილი, "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქციისთვის განკუთვნილ პოსტერებს აკრავდნენ.
თავდაპირველად საპატრულო პოლიციამ სტუდენტი გოგონა დააკავა, მისი ფოტო თამარ ჩერგოლეიშვილმა გამოაქვეყნა წარწერით "ამ წუთებში პატრული ამ გოგონას აკავებს", შემდეგ კი, თვითმხილველთა თქმით, თავადაც დააკავეს.
დაკავებულია ლექსო მაჭავარიანიც. სამივეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. სავარაუდოდ, იგულისხმება ოპერის წინ ღობე, სადაც სამი პირი პოსტერებს აკრავდა.