მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი, "როიალის ახალი დედოფალი" ხატია ბუნიათიშვილი 15 ოქტომბერს კიევში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
ეს ხატია ბუნიათიშვილის პირველი საქველმოქმედო გასტროლი არ არის - ცოტა ხნის წინ მან უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად "Akkerman Arena"-ზე კონცერტი გამართა. კონცერტში ოდესელი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ და მას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.