
ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას 19 წლის ნანიკო ხაჩიურის შესახებ, რომელმაც მომხმარებლების არნახული აქტიურობა გამოიწვია, მოსკოვში მცხოვრები ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა.
მან გოგონას მკურნალობისთვის 50 ათასი დოლარი გამოყო და მის ანგარიშზე გადარიცხა:
„მსურს გამოვეხმაურო "პალიტრა მედიის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც 19 წლის ულამაზესი გოგონას მშობლები შვილის გადარჩენისათვის დახმარებას ითხოვენ. მივიღე გადაწყვეტილება და მე როგორც რიგითმა ქართველმა ავიღე ვალდებულება და დღეს გადავურიცხე 50 000 დოლარი, მოგმართავთ ბიზნესმენებს და შეძლებულ ადამიანებს გავერთიანდეთ ამ ულამაზესი გოგონას, 19 წლის ნანიკო ხაჩიურის ირგვლივ და მივცეთ შესაძლებლობა განაგრძოს სიცოცხლე“, - აცხადებს ხუბუტია.