გეგუთის ციხის ეზოში 20 მანქანა შეიყვანეს და ჟურნალისტების თვალთახედვის არე დაფარეს

Image

სასჯელაღსრულების გეგუთის დაწსებულების ეზოში ცოტა ხნის წინ ოცამდე „სად“ წარწერის მანქანები შეიყვანეს და ისე განალაგეს, რომ შესასვლელთან თავმოყრილი პატიმართა ახლობლებისა და ჟურნალისტების თვალთახედვის არიდან შენობების შესასვლელები დაეფარათ.

 

ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ გეგუთიდან აცნობეს. პატიმართა ახლობლები, რომლებიც ამ დრომდე არიან გარე პერიმეტრზე, შიშობენ, რომ ეს სპეცრაზმის შეყვანისწინა ბოლო სამზადისზე მეტყველებს.

 

მანამდე „აფხაზეთის ხმას“ უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა „გასაკრეჭი“ პატიმრების 23 კაციანი სია, სადაც, ძირითადად, მაყურებლები და კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები შედიან. პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამ პატიმრების გამოყვანას ციხიდან ისე ვერ შეძლებენ, თუ იქ სპეცრაზმი არ შეიყვანეს.

 

გეგუთის ციხესთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. იქვე იმყოფებიან შსს–ს სხვა თანამშრომლები. სიტუაციის გართულება ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

 

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხის ადმიონისტრაციის შეცვლის მოთხოვნით 800–დე პატიმარი, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. ათზე მეტმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დღეს შიმშილობისგან დაუძლურებული კიდევ სამი პატიმარი სასწრაფო დახმარების მანქანამ ქუთაისში გადაიყვანა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !