
მოსკოვში, მანეჟის მოედანზე დააკავეს მოქალაქეები, რომლებიც საკაბელო ტელევიზიების მხრიდან ტელეარხ "დოჟდის" ხელოვნურ ბოიკოტს აპროტესტებდნენ.
მანეჟის მოედანზე ისინი საღამოს შეიკრიბნენ და სიმბოლურად, ქოლგებით გასეირნებას გეგმავდნენ, თუმცა ხელი მათ სამართალდამცველებმა შეუშალეს.დაკავებულები განყოფილებებში ავტობუსებით გადაიყვანეს.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ ფლეშმობი არალეგალური იყო. პრობლემები ტელეარხ “დოჟდს” ლენინგრადის ბლოკადის წლისთავთან დაკავშირებული გადაცემის გამო შეექმნა. გადაცემის ავტორებმა მოაწყვეს გამოკითხვა – ღირდა თუ არა ლენინგრადის ჩაბარება და სანაცვლოდ, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მომხდარის გამო, არხი უკვე რამდენიმე საკაბელო ოპერატორმა გამორთო.