-
2014-02-09 11:55
სოჭის ოლიმიადაზე აკრედიტირებული ერთერთი სპორტსმენის მარიკა პერტახიას სააკრედიტაციო ბარათზე გალი მოხსენიებულია, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ქალაქი, ხოლო გალიც და „აფხაზეთის რესპუბლიკაც“ რუსეთად.
აკრედიტაციის ბარათი სოჭის ოლიმპიადის იმ ვებგვერდზე დევს, სადაც სპორტსმენთა პირადი მონაცემებია გამოქვეყნებული.
1992 წელს დაბადებული მარიკა პერტახია რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობს. ის წარმოშობით გალის რაიონიდანაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტს „ხარვეზს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის დღის განმავლობაში აღმოიფხვრება.
