
ალეპოს ციხეზე შტურმისას სირიაში დაჯგუფება ჯეიშ-ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის ერთ-ერთი ლიდერი, პანკისელი ქისტი რუსლან მაჩალიკაშილი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში “კავკაზცენტრი” ავრცელებს.
სეიფულა შიშანის სახელით ცნობილი მახალიკაშვილი სირიის ოპოზიციის მხარეს, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდა. ის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ძებნილი.
აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ასეული ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი ირიცხება, მათ შორის არიან ახმეტის რაიონის სოფელ პანკისში მცხოვრები სალაფიტი ქისტებიც.
ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია ასევე პანკისელი ქისტი თარხან ბათირაშვილი, რომელიც 2008 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
აღსანიშნავია, რომ თავად რამზან კადიროვმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, თითქოს მაჩალიკაშვილი მისმა სპეცრაზმმა მოკლა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.
გიორგი წეროძე