
დაკარგული 14 წლის მოზარდი მუხრანის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ 14 წლის მოზარდი, თორნიკე გახელაძე 3 დღე უშედეგოდ ეძებდნენ.
ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ თორნიკე გახელაძე სახლიდან გასვლის შემდეგ ორ უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ნახეს. ამის შემდეგ მოზარდის კვალი დაიკარგა.
საქმე 115–ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.