
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წითელ ცირკულარში შეტანის საკითხში თვითონაც იყო ჩართული.
ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, ისინი კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში დავით კეზერაშვილი შეეყვანათ:
„არავინ არ სვამდა სიაში, მუდმივ პრობლემას ვაწყდებოდით და ბოლოს ღარიბაშვილმა იყოჩაღა, ცალკეულ სახელმწიფოებთან ღარიბაშვილი მუშაობდა და სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი, რომ მისი დაკავება მოხდა – კარგი ფრანგული იცის, იქ ნაცხოვრებია, ვიღაცებს იცნობდა, რაღაცები გაააკეთა და როგორღაც ეს მოახერხა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე.