„მოტეხილი თანხები პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვასთან მიდის“

Image

„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „გზების ტენდერებში ბევრი ფული ტყდება“.

 

კილაძის თქმით, ტენდერების სკანდალში საქართევლოს პრემიერ-მინისტრის გარემოცვაა გარეული, რის გამოც საქმეში საგამოძიებო უწყების ჩართვა ჯერ-ჯერობით არ ხდება.

 

„მე ადრეც ვთქვი: ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაინიშნა იმიტომ, რომ მას ბოლომდე გაერკვია ტენდერების საკითხი.

 

მათ შორის იმ ტენდერებზე სავარაუდო დროც დავასახელე, როდესაც ტენდერების შედეგად პირობების შესრულების ვადა იწურებოდა. ანუ როდესაც უნდა ჩაბარდეს ის სამუშოაები, რომელიც ტენდერის პირობებით არის გაწერილი.

 

როგორც აღმოჩნდა ეს ინფორმაცია იყო სწორი, ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ტენდერებიდან თანხა ტყდება. რა თანხაა ეს და რომელი ტენდერებიდან, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, იმიტომ, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა მსხვილი ტენდერი მოგებული აქვს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას „სერპანტინს“.

 

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს ნოდარ ჯავახიშვილის სამიზნე გახლავთ ამ ჩინოსნების კომპანიები. აქ დასამალი არაფერია და მე მგონი მთელმა საქართველომ იცის , რომ ერთ-ერთ მფარველად და მოტეხილი თანხის ადრესატად განიხილებოდა პრემიერ-მინისტრის ცოლის მამიდაშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი.

 

ის, რომ  პროკურატურას ჯერჯერობით რეაქცია არ აქვს, განპირობებული სწორედ იმით, რომ პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვასთან მიდის ის მოტეხილი თანხები, ჩემი ვარაუდით. თუმცა ჯავახიშვილის ეს განცხადება, მაფიქრებინებს იმას, რომ ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება და დაჩქარდება, იმიტომ, რომ ნოდარ ჯავახიშვილი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ის „ქართუ ბანკიდან“ თანამდებობაზე აღმოჩნდა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ რეალური სურათი მიაწოდოს პირველ მოქალაქეს იმ ფონზე. რაც ქვეყანაშია.

 

არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყება სისხლისამართლებრივი დევნა მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ეს პირველ რიგში შესაძლებელია იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და გზების დეპარტამენტის ხელმძრვანელი, რომელიც პირადად ზვიად ჯანყარაშვილის მფარველობით მოვიდნენ ამ თანამდებობებზე,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

 

pirveliradio.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !