
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, თითქოს ამ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკის ვარდნა მოხდა.
„ციფრები რომ დაირღვა, ეგ არაა ჩვენი ბრალი. მე არ ვეთანხმები ირაკლისაც, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მართალია, მოხდა ვარდნა, მაგრამ...“, – ასე თქვა.
ჩვენი ხელისუფლების ბრალი კი არ არის ის, რომ ასე მოხდა, რეალობის შედეგია, რადგან ისინი თავიანთ პირობებშიც ვერ შეინარჩუნებდნენ იმ მატებას, რითაც ამაყობენ, კოლაფსს მიიღებდნენ. ჩვენ გავუშვით ის მოჭერილი, რაც გაწყვეტაზე იყო და ამის შემდეგ ამოისუნთქა ბიზნესმა, სხვაგვარად უარეს დღეში ვიქნებოდით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია არა ციფრებზე, არამედ კონკრეტულ შეცდომებზე უნდა იყოს მომართული.