
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სწორი ქმედებების შემთხვევაში ევროკავშირში შესვლა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შესაძლებელია.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ. სოჭის ოლიმპიადაში, რასაკვირველია, უნდა მიგვეღო მონაწილეობა. მთავარია, სწორი ქმედებები განვახორციელოთ და ასეთ შემთხვევაში ევროკავშირშიც შევალთ, რუსეთთანაც დავალაგებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.