-
2014-02-04 13:05
ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე პირადად მისი სურვილი გამოთქვა, რომ ფონდმა „ქართუმ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დააფნინასოს.
„ეს არასამთავრობოები განსხვავებული იქნება უკვე არსებული არასამთავრობოებიდან. გამოცხადდება დახურული ან სხვა სახის კონკურსი. ჩვენი მიზანი იქნება უკვე დასაქმებული მოქალაქეები გავაერთიანოთ ამ ორგანიზაციებში, რომლებიც თავიანთი პროფესიის მიხედვით დაეხმარებიან საზოგადოებას. ასეთი ორგანიზაციები სიმბოლური თანხით, დაახლოებით 50 ათასის ფარგლებში დაფინანსდებიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.