-
2014-02-04 12:58
„მაესტროს“ ჟურნალისტის შეკითვაზე კონკრეტულ დაპირებებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ 2014 წელს პენსიის გაზრდას არავის დაჰპირებია.
მისი თქმით, მსგავსი დაპირება არათუ 2014 წელთან, არამედ პირველ საარჩევნო პერიოდთან მიმართებაშიც არ გაცემულა:
„სადმე შეგიძლიათ გამახსენოთ ჩემი გაცემული კონკრეტული დაპირება, რომ 2014 წელს გაიზრდებოდა პენსია? ეს მე არსად მითქვამს. მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ პენსია უნდა გაუტანაბრდეს საარსებო მინიმუმს, მაგრამ მე არ დამიკონკრეტებია არათუ 2014 წელი, არამედ ეს არ მითქვამს პირველ საარჩევნო პერიოდთან მიმართებაშიც, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პირველ საარჩევნო პერიოდში ზრდა დაიწყება“, – აღნიშნა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43