
ავტოავარია რუსთავში ახალგაზრდა მამაკაც ემსხვერპლა. შემთხვევა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე დაახლოებით 18:30 სთ.-ზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანამ სრული დეფორმაცია მიიღო. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.
მანქანაში 2 მამაკაცი იმყოფებოდა მათგან ერთ–ერთი 19 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის პაციენტი რეანიმაციულ გამყოფილებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.