პრეზიდენტი: კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით

Image

იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 

,არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ჩემს, სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს ზემოთ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა ამ უხერხულობებს, როდესაც განსაკუთრებით უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, უნდა მოვემსახუროთ ისე, რომ არ იყოს მძაფრი.

 

უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, რათა უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდში ვდგავართ. დღეს უკრაინას უჭირს და ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის დაცვაში", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ,,ღირსების მარშში" საქართველოს მხრიდან მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ოპოზიციის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

 


,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი იქ ვიზიტით ვაჩვენოთ, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა არ არის არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის ნათელი გზავნილი უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს მიმართ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?