
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია გიორგი გუდაძე. მას დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი ავტომობილში გაუხსნეს. დაჭრილს ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.