
საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის სატელევიზიო ეთერს „არჩევანში“ „ფეისბუქში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ.
„ვაიმე ძალიან ცუდად ვარ, კატამ თავი მოიკლაო. საწყალი. ნუ კატას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა“, - წერდა თინა ხიდაშელი.
„მე კატის ისტორია, მიშას ფანტაზიისთვის რომ კვოტა მაქვს გამოყოფილი, იქ ჩავსვი. თურმე მართალი ყოფილა. ოღონდ შევარდნაძეს კი არა, მის მდივანს, ცისანა ჩიხლაძეს ყავდა. გავიგუდე“, - „დაპოსტა“ თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„როგორც კი ფუნქცია შეიძინა, წარმოიდგინა, რომ უკვე დაბრუნდა საქართველოში. პირველად დავინახე ცხადად, რამდენად ტრავმირებულია.“ - აღნიშნა ია ანთაძემ.
„მიხეილ სააკაშვილს უთქვამს, ვისაც სჯერა, რომ ფული მოვიპარე, კლინიკური იდიოტი, ან სრულიად უსინდისოაო... პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს იდიოტი და უსინდისო გვეძახა,“ - აღშფოთდა არჩილ გამზარდია.
„პირველად ვხედავ ასეთ მშვიდ მიშას“ - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„ასე მშვიდი, ასე წყნარი, მიშა მე არ მახსოვს - ეს უნდა დამეწერა da Leo Nafta-ს დაუწერია,“ - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„მშვიდი და წყნარი კი არა, ასეთი ღვთისმოსავი მიშა ჯერ არ მახსოვს!“ - შეუსწორა მერაბ მეტრეველმა.
„ახლა ვუყურე ინტერვიუს, უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავჯდომარესთან. კოპიო მიშაა...თუ კარგად არ იცნობ - ვერც გაარჩევ,“ - ჩვეულ იუმორს არ უღალატა გოგა ხაჩიძემ.