
კომპანია „დეშელის“ საიუბილეო საღამოზე მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყავარჯნითა და შოტლანდიური ნაციონალური სამოსით მივიდა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, პატივი სცა ქვეყანას და მათ ნაციონალურ სამოსს.
„იქ ყველა მამაკაცი კილტით, შოტლანდიური ნაციონალური სამოსით დადის.
აქ ვიღაცეებმა ჩოხა ვერ მოირგეს, გოიმობად თვლიან და იქ მამაკაცებს კილტის ჩაცმა არ უტყდებათ.
მე პატივს ვცემ ნაციონალურ სამოსს და ვთვლი, რომ დღეს ყველაზე ახლოს ჩემთვის სწორედ ეს სამოსია, თან კომფორტულიც.
უბრალოდ, შოტლანდიაში მე ეს კაბა საცვლის გარეშე მეცვა. იქ ასე მომთხოვეს, სხვა შემთხვევაში გოიმად ჩაითვლებიო, მითხრეს.
დღეს ჩავიცვი, აქ შოტლანდია ვერ გამაკონტროლებს. იქ გაკონტროლებენ, ხელს გიყოფენ კაბის ქვეშ და ხელს გირტყამენ ტრაკზე,“ - დასძინა მან.
http://primetimenews.ge/