
მომღერალმა ეკა მამალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახლადშეძენილი შვილიშვილის ფოტო გამოაქვეყნა.
პატარა ისეთ მომენტშია დაფიქსირებული, რომ მეგობრებმა ბედნიერ ბებიას კომენტარებში მილოცვასთან ერთად ხუმრობით მიუწერეს, ბავშვი უკვე მღერისო.
პატარას ნიკოლოზი დაარქვეს და იგი ეკა მამალაძის უფროსი ვაჟის, ლევანის შვილია.