
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პერსონაჟი ეკაკო, იგივე თინი გალდავა, სერიალში კასტინგის შემდეგ მოხვდა. თინი თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრშიც ცეკვავს.
„ბავშვობიდან ბალეტზე დავდიოდი. დედას დიდი სურვილი იყო, ბალერინა გავმხდარიყავი.
საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრალურში ჩამებარებინა.
არადა, მამა მირჩევდა, სამხატვრო აკადემიაში მესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ გულის კარნახს მივყევი, მშობლები შეძლებისდაგვარად მხარში ამომიდგნენ და მგულშემატკივრობდნენ.
მსახიობობა ძალიან რთული და შრომატევადი პროფესიაა. დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო.
რაც მთავარია, ნებისყოფა და ბრძოლის უნარი უნდა გქონდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა.
რაც შეეხება თამამ სცენებში მონაწილეობას, ჯერ მსგავსი შემოთავაზება არ მიმიღია. კონკრეტულ მომენტში რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ახალგაზრდა მსახიობმა.
„გზა“