
,,მომავალ წელს სოხუმში" , ,,სოხუმი ჩემი იერუსალიმი"- ,,თავისუფალი ზონის" წევრებმა ამ შინაარსის პლაკატები რუსთაველზე პარლამენტის მოპირდაპირე შენობაზე გააკრეს, რის გამოც საპატრულო პოლიცია ,,თავისუფალი ზონის" სამი წევრის ონისე გერგედავას, დავით ტატიაშვილსა და ალეკო კვახაძის დაკავებას ამ წუთებში ცდილობს.
როგორც ,,თავისუფალი ზონის" წევრები იტყობინებიან, ისინი ხარაჩოზე არიან ასულები , ქვემოთ კი მათ დასაკავებლად საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.