
უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციის მიერ ძებნილი ჰაიეტ ბუმედიანი იმ ტერორისტის მეუღლე იყო, რომელმაც კოშერულ მაღაზიაში 4 მძევალი და ერთი პოლიციელი მოკლა.
ფრანგული გამოცემა „Le Monde“ ჰაიეტ ბუმედიანისა და მისი მეუღლის, ამედი კულიბელის ფოტოებს ავრცელებს, რომელიც 2010 წელს არის გადაღებული.
რამდენიმე სურათში ბუმედიანს ხელში იარაღი უჭირავს. სახე ძებნილ ქალს მხოლოდ ერთ ფოტოზე უჩანს.