TOP სამი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი

Image

ალბათ ძალიან ხშირად შეესწრებით დავას ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს შორის იმის შესახებ, თუ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ძლიერი და უპირატესობებით დაჯილდოებული სხვებთან შედარებით.

 

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზემოხსენებული "სიძლიერის" დეფინიცია ნებისმიერ ნიშანთან მიმართებაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. ვერძი ძლიერია ბრძოლაში, კურო - სტაბილურობაში, ტყუპი აზროვნება/კომუნიკაციის საკითხში და ა.შ.

 

თუმცა, საკითხი იმის შესახებ თუ მაინც რომელია "ყველაზე, ყველაზე" ისევ აქტუალურად განიხილება. ასტროლოგების აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულის სიძლიერე, ხასიათის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა და ოპტიმიზმის ჭარბი დოზა მოიაზრება.

 

მარტივი ჭეშმარიტებაა, საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები ყველგან უყვართ და ყველა ემორჩილება ასეთი ინდივიდის ქარიზმას. ზემოხსენებულ დახასიათებას კი სამი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი მიესადაგება ყველაზე უკეთ:


ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მუდამ ლიდერობას ესწრაფვის. ამიტომ ყოველთვის და ყველგან შეუძლია იყოს პირველი. თუმცა, ხასიათში მას ნაკლიც ბევრი აქვს. არ უყვარს სხვების მოსმენა, იშვიათად გეგმავს მოქმედებას, იქცევა იმპულსურად და ძალიან ხშირად აფუჭებს ურთიერთობებს უტაქტობითა და სიფიცხით.

 

ვერძი, რომელიც საკუთარ ხასიათში ზემოხსენებული ნეგატიური თვისებების მართვას ეჩვევა (და ეს სავსებით შესაძლებელია მონდომების შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერძისთვის შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია!) ხდება ჭეშმარიტი ლიდერი და საზოგადოებაში პატივსაცემი პიროვნება. რომელსაც რჩევას ყოველთვის ეკითხებიან.


ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს იბრწყინოს და იყოს მეთაური. მაგრამ ძალიან ხშირად დროზე ადრე ცდილობს მოირგოს ხელმძღვანელისა და ლიდერის სადავეები. ამბიციები უსწრებენ წინ მის გამოცდილებას. ამის გამო არაერთგზის ხდება საყოველთაო დაცინვის ან მწარე დამარცხების ობიექტი. ყველაფერში კი დამნაშავე ხშირად ლომის აღზრდაა.

 

ლომი, რომელსაც ბავშვობის ასაკიდან ასწავლეს სუსტების მფარველობა, სხვების დაცვა და გარშემო მყოფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, დიდ ასაკში გასაოცარი სულის სიძლიერის მქონე, ბრძენი და გულუხვი ადამიანი იზრდება.

 


თხის რქა - ალბათ ყველაზე მეტად გიკვირთ სამეულში თხის რქის ნომინირება. თუმცა, ამაში გასაკვირი არც არაფერია. პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქას მართავს საკუთარ "შვილებს" გასაოცარ ნებისყოფას, სულიერ სიძლიერეს, ამტანობასა და სიჯუტეს ანიჭებს.

 

თხის რქა ჭეშმარიტი სპარტანელია, მას აქვს ძალა სხვისი ტვირთი აიღოს საკუთარ მხრებზე სატარებლად და ამით გაცილებით უფრო სუსტი ადამიანები გაათავისუფლოს. თუმცა, სატურნული პირქუშობა და სიხისტე ხშირად უღობავს გზას და აბრკოლებს საყოველთაო აღიარების მისაღწევად. თუკი იგი უფრო მეტ ოპტიმიზმს და რაც მთავარია, ღიმილს მიეჩვევა მისი პოპულარობა სწრაფად გაიზრდება გარშემო მყოფთა შორის.

astrologi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !