ირაკლი ღარიბაშვილი: ვალერი თელიას ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული აქვს

Image

აჭარის შს სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას, ისე როგორც მისი უწყების
სხვა ყველა თანამშრომელს, ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული აქვს. ამის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის
შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის ცნობით, მისი ხელმძღვანელობით უწყების ყველა
თანამშრომელმა ნარკოტესტზე შემოწმება მისი შინაგან საქმეთა მინისტრად
დანიშვნისთანავე ჩაიტარა.
"მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას.
როგორ მოგეწონებათ, მე რომ საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიური
შემოწმება მოვითხოვო. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი
ინიციატორი, წავედი და პირველმა ჩავაბარე ნარკოტესტი. იგივე გააკეთა უწყების
ყველა თანამშრომელმა, მათ შორის - ვალერიან თელიამ. ასე რომ, მის მიმართ
ატეხილი ამბავი არის ძალიან სასაცილო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, შს მინისტრი სამარცხვინოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას,
თითქოს ვალერი თელია საავადმყოფოში ნარკოტიკების მიღების გამო მოხვდა.
"მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. სამარცხვინოა გუშინ გავრცელებული
ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები მოიხმარა და ამის გამო მოხვდა იქ. მე
შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანს 24 საათი აქვს გასწორებული ძალიან მალე
გამოვა კლინიკიდან და გააგრძელებს მუშაობას. ის რომ აჭარაში სიტუაცია არის
სტაბილური, არის მისი დამსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პოლიციელისადმი
მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დასჯადი.
"მეც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ის არის ადამიანი, ამასთან ის ატარებს
პოლიციელის მუნდირს. ცალკე საკითხია, უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, მაგრამ
რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი", - აღნიშნა
შს მინისტრმა და იქვე არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს
თელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა გენინსპექციის დასკვნაში დეტალი, რომ
აჭარის პოლიციის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,
ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"რატომ უნდა მოხვედრილიყო გენერალური ინსპექციის დასკვნაში, რომ თელიას
მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ის ამის გამო დაისაჯა იმავე დღეს და დაჯარიმდა.
ყველაფრის გამო არ შეიძლება პრობლემა შევქმნათ, მით უმეტეს, როდესაც
ვითარება არის მკვეთრად გაუმჯობესებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !