
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ოკუპირებულ სოხუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ქალაქის ცენტრში ხეები წააქცია. ამის შესახებ "სპუტნიკი" იტყობინება.
კინოგაქირავების უბანში ხემ მრავალწლოვანი ევკალიპტი წააქცია, "სოხუმ-მარკეტის" წინ ნაძვი წაიქცა, კიდევ რამდენიმე ხე აჩადარაში, სოხუმიდან 6 კმ-შია წაქცეული. როგორც საგანგებო სიტუაციების ცენტრში აცხადებენ, არავინ დაზარალებულა და ხეებს არც ელექტროსადენები დაუზიანებიათ.