ადამიანთა 10 ტიპი, რომლებიც წამლავენ თქვენს ცხოვრებას

Image

იმისთვის, რომ ცხოვრება სახალისო გახდეს და ნეგატივი მოგშორდეთ, უნდა შეზღუდოთ ურთიერთობა  გარშემომყოფებთან, რომლებიც თავიანთი ნეგატივით ცხოვრებას გიწამლავენ.

 

1. სტრესული სიტუაციების შექმნის ოსტატები არიან ადამიანები, რომლებსაც დაძაბულობის შექმნა ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ.

 

ბუზს სპილოდ აქცევენ და არცთუ სუსტი ისტერიკით მართავენ მდგომარეობას.  ჩვენი ცხოვრება ისედაც სავსეა სტრესული სიტუაციებით. რატომ უნდა გვქონდეს რეგულარული ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც თავისი მარწუხებით ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ცხოვრების შიშს გვინერგავს?

 

შეეცადეთ, ასეთ „ისტერიჩკებზე“ თქვენი პოზიტივით იმოქმედოთ, თუ საქმე უიმედოა - უკეთესია, რაც შეიძლება იშვიათად შეხვდეთ მათ.

 

2. ვინც გიყენებთ - ეს უსირცხვილოები ახალი წლიდან თქვენ გვერდით აღარ უნდა გამოჩნდნენ.

 

ეცადეთ, ურთიერთობა გაწყვიტოთ მათთან, ვინც დაუფარავად გიყენებთ. თქვენ იცით ამის შესახებ და დიდი ხანია, ელით შემთხვევას ურთიერთობის დასასრულებლად?! საკმარისია თქვენსავე საზიანოდ მოქმედება!  ადამიანს მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ, როდესაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თავის სასიკეთოდ გამოგიყენონ.

 

 3. ვინც არ გაფასებთ - ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით გარშემომყოფებს, რადგან გვსურს, ჩვენც გვაფასებდნენ. თუ ეს ასე არ ხდება, ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია.

 

ურთიერთობისას ურთიერთპატივისცემის უკმარისობა  ადამიანებს ერთმანეთისათვის უცხოსა და უხეშს ხდის. დროა, გათავისუფლდეთ იმ ადამიანისგან, ვინც არ გაფასებთ.

 

4. ვინც ტკივილს გაყენებთ - თუ ადამიანი ტკივილს გაყენებთ - გაუშვით. ჩვეულებრივ,  ისინი, ვისზეც ემოციურად  დამოკიდებულები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან. 

 

შესაძლოა, რაღაცების გადაფასების შემდეგ დაგიბრუნდეთ კიდეც, ურთიერთობა კი უმტკივნეულო გახდეს თქვენთვის. თუ ასე არ მოხდება, ნუ ინერვიულებთ. არ ღირს, ცხოვრების  მუდმივი ტკივილის შეგრძნებით გალიოთ.

 

5. მატყუარა - პრინციპში, ტყუილი ისეთი გავრცელებულია, რომ მანკიერ თვისებადაც აღარ აღიქმება.

 

ყველა იტყუება და ეს მუდმივად ხდება. მაგრამ გაითვალისწინეთ  - ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომელთაც თქვენ ენდობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გატყუებდნენ! თუ ასე ხდება, მათთან ერთ გზაზე სიარული უნდა შეწყვიტოთ. უფრთხილდით არაგულწრფელ მეგობრებსა და მატყუარა ახლობლებს.

  

6. თვალთმაქცი - ის, ვინც შეხვედრისას გიღიმით, ზურგს უკან  კი თქვენზე საშინელებებს ამბობს. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი ადამიანი?! ასეთები იმდენად უღირსად იქცევიან, მათზე ლაპარაკიც არ ღირს. 

 

7. ეგოისტი - ეგოისტები სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთგაგების ილუზიას ქმნიან.  გაფიქრებინებენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია, მათი იმედი გქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

 

ეგოისტებს დახმარების მხოლოდ მიღება უყვართ, თვითონ არასდროს გამოგიწვდიან ხელს. აუცილებლად დაემშვიდობეთ მათ.

 

8. ვინც არ იცვლება - ადამიანი გამუდმებით ვითარდება, ასე არ არის?

 

პროგრესი ხომ ნორმალურია. თუ ვინმე ჯიუტად ამბობს უარს პიროვნულ ზრდაზე, თავი უნდა აარიდოთ მას. ის თქვენ უკან დაგხევთ. მაგალითისთვის გეტყვით, მეგობრები ხშირად ახალგამომცხვარ სპორტსმენებს ალკოჰოლს აჩვევენ. ასე არ უნდა ხდებოდეს - მეგობარი  უნდა ცდილობდეს, უკეთესი იყო და არა პირიქით.

 

9. ადამიანი წარსულიდან - შენ შეიძლება, წლები არ ელაპარაკებოდე ადამიანს, ის კი ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავდეს შენთვის.  ადამიანები წარსულიდან - ეს ცალკე კატეგორიაა. მათი თავიდან ამოშლაა საჭირო. დაიმახსოვრეთ, ძველი კავშირები კარგს არაფერს გიქადით. 

 

10. ადამიანები, რომლებიც უაზროდ იკავებენ სივრცეს - დრო საკმაოდ შეზღუდული რესურსია. ის სწორად რომ განკარგო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდე, რისთვის ხარჯავ მას. 

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროს უაზროდ გაკარგვინებენ. შეეცადეთ, ასეთი მომაბეზრებელი პერსონაჟები რაც შეიძლება ცოტა გყავდეთ გვერდით. 

 

რასრულფასოვანი ადამიანების წრეში ყოფნით თვენს ცხოვრებასაც არასრულყოფილს ხდით. იყავით სხვებისთვის პოზიტიურობის მაგალითი.

 

თუ თქვენს პოზიტიურ გავლენას ადამიანი არ დაექვემდებარება, მისი ადგილი თქვენს საზოგადოებაში არ არის. ამიტომ უკეთესია, მასთან ურთიერთობა საერთოდ შეწყვიტოთ.

http://funtime.ge/

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !