
"ფეისბუქის" ერთერთი მომხმარებელი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც მას შემდეგაა გადაღებული, რაც ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ საყოველთაო ფეიერვერკის დროს მათი მათი ფანჯრის მინა ტყვიამ გახვრიტა და საძინებლის კედელში გაიჭედა. ვიზუალური შეტყობით, ტყვია 9 მმ კალიბრისაა.
"ტრადიციულად 12:05-ზე მთელი ოჯახი ფეიერვერკს აივნიდან ვადევნებდით თვალს. ბავშვები ოდნავ მოშორებით, თუმცა მაინც აივნის მისადგომებიდან უყურებდნენ ნაირ-ნაირ ფერთა გაშლა-აფეთქებას.
დაახლოებით, 30 წამის მიბრუნებულები ვიყავით საახალწლო ოჯახურ სუფრას, როდესაც ყრუ მსხვრევის ხმა შემოგვესმა, თუმცა
დიდი ყურადღება არ მიგვქცევია 2015 წლის გეგმებზე საუბარში გართულებს. აი ახლა
კი როცა საძინებელში შევედით ასეთი სურათი დაგვხვდა: ფანჯრის მინა მრგვალად გახვრეტილი, ტრაექტორიის მიხედვით კედელში ასევე მრგვალი ნახვრეტი და პატარა მოჩიჩვნის შემდეგ კედლიდან ტყვიაც ამოვაგდეთ. ალბათ სულ 1 მმ-ით მარჯვნივ რომ გაესროლათ და 30 წამით ადრე, კატასტროფა დატრიალდებოდა ჩვენს აივანზე...".
სტატუსის ავტორის თქმით, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობენ.