ქართული ფოლკლორის მოამაგე, ლოტბარი, მეგრული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, "მეგრული სიმღერის პატრიარქად" წოდებული პოლიკარპე ხუბულავა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სულ ცოტა ხნის წინ პოლიკარპე ხუბულავას ზუგდიდში ვარსკვლავი გაუხსნეს.
პოლიკარპე ხუბულავა 1924 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღადგინა და მოიძია ასობით ხალხური სიმღერა, თავად ლოტბარი 200-ზე მეტ მეგრულ ხალხურ სიმღერას ასრულებს. მის რეპერტუარში ასევე არის ლაზური, თურქული, აფხაზური სიმღერებიც.
პოლიკარპე ხუბულავას შესრულებული აქვს სიმღერა ლაზიკას სარეკლამო კლიპში, სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილის უმცროს ვაჟთან ერთად. მისი შესრულებული სიმღერები საქართველოს ოქროს ფონდშია შესული.