მინსკიდან დეპორტირებული "რაჭა" და საავადმყოფოდან ასაყვანად გამზადებული "ჭია"

Image

39 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯელაძე, იგივე "რაჭა" მინსკში დააკავეს და ამჟამად უკვე დეპორტირებულია. ამის შესახებ "პრაიმკრაიმი" წერს. ამავე გამოცემის ცნობით, ჰოსპიტალში მოხვედრილ სხვა კრიმინალურ ავტორიტეტს, "რაჭას" სეხნიას ლაშა ბარათელს იგივე "ჭიას", სავარაუდოდ, დააკავებენ.

 

"რაჭა" ანუ ლაშა ჯელაძე მინსკში დააკავეს, საიდანაც ის მოსკოვში ჩასვლას და იქ "ქურდების" შეკრებას გეგმავდა იმაზე სასაუბროდ, ვინ იყო საბერძნეთში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი და მონაწილე, როცა თავად ჯელაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯელაძე ტაქსით შინ ბრუნდებოდა, როცა მას ორმა უცნობმა დაუძახა. მათგან ერთმა მიახლოებისთანავე მუცელში ჩაარტყა დანა "კანონიერ ქურდს", ხოლო მეორე დარტყმის არიდება ჯელაძემ მოახერხა, თუმცა, დანის მჭრელ პირზე ხელები დაისერა. მესამეჯერ მოქნეული დანის პირი, როგორც ჯელაძე ჰყვება, გულზე ჩამოკიდებულმა წმინდა გიორგის მედალიონმა აისხლიტა...

 

რაც შეეხება 25 წლის ლაშა ბარათელს, იგივე "ჭიას", ისიც, ლაშა ჯელაძისა არ იყოს, "ანტიჰასანისტების" დაჯგუფებიდანაა და როგორც ჩანს, სწორედ "ჰასანისტებმა" ("დედ ჰასანის" მიმდევრები), საკუთარი კორპუსის სადარბაზოში, სასტიკად სცემეს, სახე დაუსერეს და იქვე დატოვეს. 

 

როგორც აღმოჩნდა, ბარათელი საქართველოს მხრიდან იძებნებოდა, რის შემდეგაც გავრცელდა ცნობა, რომ "ჭიას" ექსტრადირება საქართველოში იგეგმებოდა, თუმცა, დაკავებულის თითის ანაბეჭდების გადამოწმების შემდეგ რუსმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა, ბარათელი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ბინის ქურდობაშიც ფიგურირებდეს, ასე რომ მას მაშინვე დააკავებენ, როგორც კი საავადმყოფოდან გამოწერენ.

 

qurd-barateli-1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !