საახალწლო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში

Image

ახალი წლის დღეებში ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტი - „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

 

25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა რეგიონის ტურისტულ ობიექტებში. პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

 

ფასდაკლებების სეზონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი: batumievents.com და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.

 

ფასდაკლებებთან ერთად, რეგიონში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 დეკემბრიდან ბათუმის მერიასაახალწლო განწყობის შესაქმნელად დაიწყებს უფასო კონცერტებს ევროპის მოედანზე, სადაც მოწყობილი იქნება საშობაო გამოფენა-ბაზრობა, საახალწლო ნაძვის ხე და საკონცერტო სცენა.

 

31 დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

 

საახალწლო დღეებში, ევროპის მოედანზე არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, „მგზავრები“, სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

 

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერებია: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიოები:,, აფხაზეთის ხმა”,ფორტუნა, ფორტუნა + , არ დაიდარდო, ავტორადიო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !