
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, არხის საახალწლო ეთერი აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული ექნება.
აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერის საახალწლო მილოცვებს ეთერით არ გადასცემს.
მისივე განცხადებით, თუ ვინმე მათ ახალ წელს მიულოცავს, ეს რიგითი ქართველები იქნებიან.