-
2014-12-29 23:49
იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო ათი დღის განმავლობაში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, სხეულის სხვდასახვა სახის დამწვრობა 20-მდე მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 10 არასრულწლოვანია.
მისივე თქმით, პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული შემთხვევებიც ხშირია.
„მაგალითად, ბაბუას, რომელსაც ტელევიზორის ყურების დროს ჩაეძინა და პირით სუნთქავდა, პატარა შვილიშვილი მიეპარა და საახალწლო ასაფეთქებელი მოწყობილობა პირის ღრუში აუფეთქა.
შედეგად მოხუცმა ენის დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, მეტი ყურადღებით მოეკიდონ საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები.
http://kvira.ge/