
სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა ოჯახის წევრებს იმისთვის, რომ მათზე მის გამო ზეწოლა ხორციელდება, რის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა.
„ნეტგაზეთის“ მიერ „იუთუბზე“ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ოჯახის წევრებს მიმართა:
„ჩემს გამო უამრავ ადამიანზე ხორციელდება ზეწოლა. ჩემს გამო ხორციელდება ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე. მე მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო ამის გამო. მიყვახართ!“, – თქვა მერაბიშვილმა, დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებს ხელი დაუქნია და თვალებზე ხელი აიფარა.