ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდის ცხედარი მდინარე აჭარისწყალში იპოვეს.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში მცხოვრები 27 წლის ვ. ი 12 დეკემბერს დაიკარგა.
მან საღამოს საათებში ბათუმიდან ქედამდე მიკროავტუბუსით იმგზავრა, 23:00 საათიდან მასთან შეწყდა სატელეფონო კავშირი, ხოლო მისი პირადი ნივთები აღმოაჩინეს სოფელ ცხმორისის მდინარეზე გადასასვლელ ხიდზე.
27 წლის მამაკაცი დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო.