
მოსახლეობამ, რომელიც სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, ხაიშიდან გამოაძევა თბილისიდან გაგზავნილი სპეციალისტები, რომლებსაც მიწის აზომვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ.
მოსახლეობამ თბილისიდან ჩასულ ჯგუფს ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ქვის ლოდებით ჩაუკეტა. ადგილობრივთა პროტესტი მიწის აზომვით სამუშაოებს უკავშირდება, რომლებსაც "ხუდონჰესის" პროექტზე მომუშავე კომპანია მოსახლეობის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სვანეთის სოფლების მოსახლეობის უმეტესობა ამ დრომდე ხუდონჰესის აშენების სასტიკი წინააღმდეგია.