დიმიტრი შაშკინი თბილისის აეროპორტში „დააკავეს“

Image

აღნიშნულის თაობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

  

„ჩამოვფრინდი კიევიდან, 45 წუთი ვზივარ აეროპორტში, საკუთარ ქვეყანაში არ მიშვებენ.

 

„სმენის“ უფროსმა უნდა ღილაკს დააჭიროს... ვივა, ახალი „გრუზინული“ დემოკრატია...“ - წერს  დიმიტრი შაშკინი.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის  ამ სტატუსს მაშინვე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და სანამ აეროპორტში „დაპატიმრებული“ დიმიტრი შაშკინი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას ელოდა, „ფეისბუქ-მეგობრები“ ამხნევებდნენ და მოქცევის „წესებს“ ასწავლიდნენ, გაუღიმეთ, ასე აჯობებსო.

 

„ხომ იცით, ბატონო დიმა, პირველი ტაიმში ზემოთ ატყობინებენ ხოლმე და მეორე ტაიმში შემოგიშვებენ, “ - წერდა ერთი მეგობარი.

 

„დიმა, რობოტი რომ დგას პასპორტს და თითს რომ დებ, მგონი მაგას უფრო მოელაპარაკები...

 

დიდი ხანი იყო გათიშული - ბოლო 3-4 ჩამოსვლაზე ვისარგებლე. ეტყობა არ მიგიქცევია ყურადღება. Next time სცადე და თუ გაგატარა, მერე ნახე შენ მაგათი გაწელილი სახეები...“, - დაარიგა მეორემ.

 

„პატრულის თანამშრომლების მიტყდება, რომ ამ უმსგავსობას უყურებენ და იძულებით მონაწილეობენ...

 

არაფერიც არ უნდათ, დაავალეს, რომ აწამონ ძველი ხელისუფლების წევრები“, - აუხსნა მათ ვითარების არსი შაშკინმა.

 

ხელისუფლების ყოფილ  წევრს ზოგმა ისიც სთხოვა, თუ კარგ საქმეზე ხართ წასულები, ბარემ ჩვენც წაგვიყვანეთ, თუ არადა, გადაარჩინეთ საქართველო, სანამ სულ არ დაღუპულაო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !