
დღეს, 15 დეკემბერს კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მიწისძვრა მოხდა.
3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:25 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კასპიის ზღვის 59 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
დღესვე 08:05 საათზე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე მიწისძვრა ირანშიც მოხდა.
მიწისძვრებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.