-
2014-12-15 14:05
ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი მიხეილ ძაძამია თავისუფალია,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის მიხეილ ძაძამიას ადვოკატის , გელა ქენქაძის თქმით, ძაძამია მოსამართლე ეკა არეშიძემ 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა 21 მარტს დააკავა.
ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გათავისუფლებულია კიდევ ერთი პირი, ექსპერტი ლევან ჩაჩუა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14