სურამის ყოფილი რწმუნებული: "ხუთი პოლიციელი მირტყამდა და მეუბნებოდა, "ნაციონალებს" ეგრე მოგიხდებათო"

Image

წინა ხელისუფლების დროს სურამის ყოფილი რწმუნებული დავით გარადინსკი ხაშურის პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ჯერ დაკავება, შემდეგ კი ცემა, პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. გარადინსკიმ ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა. მის ცემას სსს-ს პრესცენტრში არ ადასტურებენ.

 

"7 დეკემბერს მეგობარებთან ერთად ვიყავი, რა დასამალია და დავლიეთ, თუმცა მთვრალი არ ვყოფილვარ. როგორც ვიცი, ქართული კანონმდებლობა ალკოჰოლის დალევას ჯერ არ კრძალავს და არა მგონია, ამით რაიმე კანონი დამერღვია. მოკლედ, მივდიოდით სახლში, როდესაც ჩვენთან მოვიდა პოლიციის მანქანა და რატომღაც გადაწყვიტეს ჩემი მეგობრის დაკავება.

 

შევეცადე, პოლიციელებისთვის ამეხსნა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის დაკავება უკანონო საქციელი იყო. საბოლოოდ, ჩემის მეგობარს შეეშვნენ, მაგრამ მე სრულიად არაფრის გამო ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ხაშურის რაიონულ განყოფილებაში, სადაც მცემეს. ხუთი პოლიციელი კარგა ხანს მირტყავდა მუშტებს, თან მიყვიროდნენ, "ნაციონალებს" ასეც მოგიხდებათო...";

 

"სასამართლომ ისე გამოიტანა განაჩენი, სახაზინო წესითაც არ დაუნიშნავთ ადვოკატი. საბედნიერო მოსამართლე აღმოჩნდა სამართლიანი ადამიანი, მხოლოდ 250 ლარით დამაჯარიმა, მაშინ, როცა ბრალად მიყენებდნენ პოლიციის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

ჩემს დაკავებას ბევრი თვითმხილველი ჰყავს და და ყველა დამეთანხმება, რომ ჩემი მხრიდან არც სიტყვიერ და მით უფრო ფიზიკურ შეუარცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ იმიტომ არ ვიჩივლე, რომ ღვიძლი მაწუხებს, ცეროზი მაქვს, დღე-დღეზე ველოდები ვიზას და გერმანიაში მივდივარ სამკურნალოდ. შემეშინდა, რომ რაიმე პრობლემა არ შეექმნათ და გაჩუმება ვამჯობინე.

 

- პოლიციელებს არ უთხარით ავად რომ ხართ?

 

- ვუთხარი ღვიძლი მაქვს დაშლილი-მეთქი, თუმცა ეს სიცილადაც არ ეყოთ. სხეულზე ცემის კვალი აღარ მეტყობა, ალბათ იციან სად უნდა დაარტყან ადამიანს რომ არ დაულურჯდეს, თუმცა ნეკნები ახლაც მტკივა.

 

- ვინ გცემდათ, სახელი და გვარი თუ იცით?

 

- ხაშურის პოლიციაში არავის ვიცნობ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვიყავი დაბა სურამის რწმუნებული და ცემის დროს ამას მიხსენებდნენ. ვფიქრობ, ჩემი დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული."

 

"კვირის პალიტრა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !