„ივერია“: ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, დავალებები გაცემულია

Image

საზოგადოება „ივერია“ საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება და შესაბამისი დავალებები როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში უკვე გაცემულია.

 

„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ საზოგადოება „ივერიის“ მიმართვას:

 

საზოგადოება „ივერიისთვის“ სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებმა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით. დავალება გულისხმობს მმართველი გუნდისთვის ადგილებზე ახალი საყრდენი ფიგურების მოძიებას და საარჩევნო რეჟიმში მყისიერი გადასვლისთვის მზადყოფნას.

 

საქართველოს საზოგადოებისთვის და თვით ხელისუფლებისთვისაც სულ უფრო ნათელი ხდება პოლიტიკური კრახი, რომლისკენაც მმართველი კოალიცია დაჩქარებული ტემპით მიექანება. „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოს არაფორმალური ლიდერისთვის ცხადი ხდება ის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიცია პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულ მდგომარეობაში მივა. ხვდებიან იმასაც, რომ ამ დროისთვის შედგება ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების აღმოცენება და კონსოლიდაცია. ამდენად, რეალობა „ქართულ ოცნებას“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებს.

 

აქედან გამომდინარე, თავის არსებობის გახანგრძლივების მიზნით, მმართველი რეჟიმი აპირებს მიმართოს მის არსენალში დარჩენილ უკანასკნელ საშუალებას - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. გათვლა გასაგებია : ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზებით, არჩევნები ჩატარდეს ისეთ პირობებში და ვადებში, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მიეცეს საშუალება დამსახურებული პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს კორუმპირებულ და დისკრედიტებულ რეჟიმს, და მან შეძლოს კიდევ, მინიმუმ ოთხი წლით, გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა და ამომრჩევლების მოტყუება.

 

ამის დაშვება არ შეიძლება! თუ საქართველოს უნიათო, კორუმპირებულ რეჟიმსა და მის არაფორმალურ ლიდერს მივეცით ამ გეგმის განხორციელების საშუალება, მათ შეიძლება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი დაღუპვის პირას მიიყვანონ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რიგგარეშე არჩევნებით დღევანდელი ხელისუფლების არსი და ბუნება არ შეიცვლება. ამით ის მხოლოდ გაიხანგრძლივებს თავის არსებობას, დაანგრევს საქართველოში ძლივს დამკვიდრებულ ნორმალურ, დემოკრატიულ საარჩევნო ციკლს, გარანტირებულად დააქცევს ქვეყნის ეკონომიკას და საბოლოოდ ჩააბარებს ჩვენს სამშობლოს ოკუპანტს!

 

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საზოგადოების წიაღში მომდინარეობს ნორმალური, პროფესიული, პატრიოტული პოლიტიკური ძალების ფორმირება, რომლებიც სულ მალე შესთავაზებენ საზოგადოებას წარმატებული განვითარების გზას. ასეთი ძალების ხელისუფლებაში მოსვლის არდაშვება არის სწორედ მმართველი რეჟიმის მიზანი. ნუ მივცემთ კორუმპირებულ რეჟიმს ამის საშუალებას!

 

საზოგადოება „ივერია“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი კოალიციისაგან ხელი აიღოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ანტიდემოკრატიულ იდეაზე და გააკეთოს ამის შესახებ საჯარო განცხადება. მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, მხარი დაგვიჭიროს ამ მოთხოვნაში.

 

დავიცვათ ჩვენი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი!", - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !