
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სწრაფი გადახდის
აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობების
ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას საკითხის
შესწავლის შემდეგ გააკეთებს, - ამის შესახებ კომისიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განცხადა.
მისივე განმარტებით, ცვლილების შესახებ მობილურ ოპერატორებს
კომისიისთვის ჯერ არ უცნობებიათ. SegaxsenebT, სწრაფი გადახდის
აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები
იცვლება. მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების
საკომისიოს, რაც 4 %-ს შეადგენს.
"საქართველოს ბანკი" კი მისი ინტერნეტბანკის, მობილ-ბანკის,
ბანკომატებისა და თვითმომსახურების ტერმინალებით - Express Pay
მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს არ ჩამოაჭრის.
სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების
ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იანი საკომისიოს
დაწესებას "დანახარჯებს" უკავშირებენ. როგორც "თიბისი
ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა
განაცხადა, მათი სწრაფი გადახდის კომპანიის, "თიბისი ფეის" მიერ
შესაბამისი მომსახურების გაწევა გარკვეულ დანახარჯებთანაა
დაკავშირებული. "თიბისი ფეის" შემთხვევაში საკომისიო 4 %-ით
განისაზღვრება. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს
გადახდა დღეიდან მობილური კომპანიების ნაცვლად აბონენტებს უწევთ,
კომპანიას მისი შემცირება გაუჭირდება.
სწრაფი გადახდის კიდევ ერთი კომპანიის, "ნოვა ტექნოლოჯის"
განცხადებით, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება,
უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს.