
დაახლოებით ერთი საათის წინ უკრაინის ქალაქ ხერსონში სტუდენტების მიერ დანით დაჭრილი სამი მილიციელიდან ერთი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, დანით შეიარაღებული სტუდენტები სამ მილიციელს ქუჩაში დაესხნენ თავს. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა.
სამივე ახალგაზრდა ხერსონის ერთსა და იმავე უმაღლეს სასწავლებელში სწვლობს. ორმა მილიციელმა ჭრილობა მხარსა და ფერდში მიიღო, ხოლო მკერდში დაჭრილი მილიციელის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.