ქალი, რომელთანაც ედუარდ შევარდნაძეს 10-წლიანი სიყვარული აკავშირებდა

Image

წარმოშობით ესპანელი ანა-მარია კიპაროიძე ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ბედის განგებით საქართველოში მოხვდა.

 

 

პატარა გოგონა კოჯრის უდედმამო ბავშვთა სახლიდან გრიგოლ კიპაროიძის ოჯახმა იშვილა.

 

ანა-მარია ახალგაზრდობის წლებში ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

 

„ოო, მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა.

 

5 იანვარს მისი დაბადების დღე იყო (დღემდე მახსოვს). თანამშრომლებმა წვეულება მოუწყეს და ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ლუდის გარდა არაფერს ვსვამ, იქ კი ლუდით ხომ არ იქეიფებდნენ? საუკეთესო სასმელები ჰქონდათ. ყველა ამბობდა სადღეგრძელოს, იუბილარი კი არც სვამს, არც ხმას იღებს. მე სულელმა, ერთი სირჩა კონიაკი გადავკარი, ცხოვრებაში პირველად და "დამარტყა" კიდეც თავში - მაგრად დავთვერი.

 

უცებ წამოვხტი და, - ვინ არის ეს (ცუდი სიტყვით მოვიხსენიე), აქ რომ დამჯდარა და არც სვამს, ხმასაც არ იღებს-მეთქი?.. უცებ "ის უცნობი" წამოდგა ჭიქით ხელში და, - ასეთ ქალს გაუმარჯოს, ყველაფერს პირში რომ გეტყვის, აბა, თქვენ ხართ? აქ ტკბილად რომ ლაპარაკობთ, ზურგს უკან კი კაცმა არ იცის, რას იტყვითო...

 

შინ მან გამაცილა და ტელეფონის ნომერიც მთხოვა. მივეცი და ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა...

 

არასდროს მავიწყდება, ერთხელ მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! - ვერასდროს ვეძახდი "ედიკს", არ შემეძლო... და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა.

 

...ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო... ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ის-ის იყო, ოპერის თეატრში "ტოსკას" რეპეტიცია დავასრულე და გამოვედი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა: კიპაროიძე ბრძანდებითო? ჩემი დასტურის შემდეგ მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი.

 

მერე მითხრა, ედუარდ ამბროსის ძემ გამომგზავნა, ხვალ მოსკოვში უნდა გაფრინდეთ, აი, თქვენი ბილეთიო - მომაწოდა. იმ პერიოდში შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. თეატრში გავეთავისუფლე, არადა, ედუარდ ამბროსის ძესაც დაერეკა ჩვენს დირექტორ დიმიტრი მჭედლიძესთან და ერთი კვირით ჩემი გათავისუფლება უთხოვია.

 

მეორე დღეს ჩავფრინდი მოსკოვში. ტრაპთან მამაკაცი დამხვდა და მანქანით დომოდედოვოში, შევარდნაძის რეზიდენციაში წამიყვანა. მისაღებ ოთახში დავჯექი, ჟურნალების თვალიერება დავიწყე და ტელეფონმაც დარეკა: - ჩამოხვედიო? - ედუარდ ამბროსის ძე იყო. - ერთ საათში მოვალ, მანამდე რაიმე შეჭამე, დალიე, წაიკითხე და თავი შეიქციეო, - დააყოლა.

 

მართლაც ერთ საათში მოვიდა - სიტყვას არასდროს გატეხდა. წამოსვლისას კატეგორიულად მითხრა: - ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, ნუთუ არ შეგიძლია, ედიკი დამიძახოო? - მშვიდად ვუპასუხე: - მაპატიეთ, არ შემიძლია-მეთქი.

 

... 2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა - ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და... რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი - მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.

 

ჩვენი ურთიერთობის შესახებ შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. არც არავინ ამბობდა რაიმეს, არავინ ჭორაობდა ჩვენს ურთიერთობაზე.

 

შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა... საოცრად განვიცადე მისი სიკვდილი. ვერ მოვითმინე და სამძიმარზე მივედი...“- ასე დაასრულა თავისი სასიყვარულო ისტორიის თხრობა ანა-მარია კიპაროიძემ.

gzapress.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !