
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემირმინისტრი რუსეთის ფედერაციას აფრთხილებენ.
ბარაკ ობამასა და დევიდ კემერონის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ყირიმში რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდებიან, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრება.
"წუხელ ველაპარაკე ბარაქ ობამას. შევთანხმდით, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია და თუ ის კურსს არ შეიცვლის, მნიშვნელოვანი საფასურის გაღება მოუწევს", - დაწერა დევიდ კემერონმა "ტვიტერზე".