
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელს არ შეუწყობს.
მისივე თქმით, ვის დანიშნავს მთავრობაში უკრაინის ხელმძღვანელობა, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.
“თუ უკრაინაში დანიშნავენ ადამიანს, რომელზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, ეს არ შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა სერგეენკომ.