
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს, სადაც გუანტანამოს ციხის პატიმრის ფორმაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია გამოწყობილი.
„მაინც რამდენად განმსაზღვრელია პრემიერმინისტრის კლანში ნეპოტიზმი. თქვენ წარმოიდგინეთ, გუანტანამოდანაც კი ნათესავი წამოიყვანა, სრული სახელით Abdul Hakim Ghalib Ahmed. ეს Ghalib ალბათ მაინც შეცდომაა და Gharib უნდა იყოს. მაგრამ რა იციან გუანტანამოში კახურად მოქცევა. დედოფლისწყაროელი ხარ, ბიჭო?..“