
რეჟისორი ქეთი დოლიძე ასე ეხმიანება ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის სტატუსს „ფეისბუქზე“, სადაც ეს უკანასკნელი წერს, რომ საქართველომ აფხაზეთთან ერთად, ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტის კავშირი უნდა შექმნას.
მერაბ მეტრეველი: „ჩემი აზრით, დღეს რაც შეგვიძლია აფხაზებს საინტერსო შევთავაზოთ (თუ ესეც დაგვიანებული არ არის) ეს არის კონფედერაცია ანუ არა საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლა არამედ ერთობლივი, ქართულ აფხაზური სახლემწიფოს შექმნა, რომელსაც დააფუძნებს ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტი: საქართველო და აფხაზეთი. ახალ ქვეყანას ასეც ერქმევა: საქართველო და აფხაზეთი“.
ქეთი დოლიძე: „დაგვაგვიანდა!!!!! მოიკითხეთ 89! ”გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია!” გაიხსენეთ? ჰოდა ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” და ვუტონის ჩანთებით არ არსებული მატარებლით კლიპში ტუსოვკა უშველიდა მაგას???? დავაშავეთ და სირაქლემებივით გვაქვს თავები ჩაყოფილი!!!!!! ჩვენ, ჩვენ ჩავიდინეთ ეს!!!! სანამ არ აღიარებთ, არაფერი გამოვა! არაფერი!!!! 2 თაობა წავიდა უკვე!!“.
იმის გამო, რომ თავად მეტრეველის სტატუსში და ზედა კომენტარებში საუბარი იყო აფხაზეთის აღიარებაზე, ბევრმა ქეთი დოლიძის ფრაზაში "სანამ არ აღიარებთ, არაფერი გამოვა" აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სურვილი ამოიკითხა, ზოგმა კი დანაშაულის აღიარებისკენ მოწოდება.