
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას კარგა ხანია სთავაზობდნენ, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა.
„მიმაჩნდა, რომ კარგად ვერ ვიცეკვებდი, არ მინდოდა თავის შერცხვენა და იმ იმიჯისა და ხარისხის დაკარგვა, რაც სცენაზე სიმღერით მოვიპოვე.
წელს კი ისე შემომიჩნდნენ, უარი ვეღარ ვთქვი და პროდიუსერებს ულტიმატუმი წავუყენე - ვუთხარი, მივიღებ მონაწილეობას, თუ ჩემი მეწყვილე ჯულიანა ბარ-გნარი იქნებოდა.
მე და ჯულიანა მეგობრები ვართ, კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. თუ მეწყვილესთან გარკვეული ურთიერთობა არ გაკავშირებს, ისე რთულია. ჯულიანასთან კი არც ცეკვა მეუხერხულება და კომპლექსებიც მოხსნილი მაქვს.
ეს ადამიანი ჩემი თილისმაა და ეს ფაქტია! თან ათი კილოგრამი დავიკელი - 89-დან 79 კილოგრამამდე ჩამოვედი.
თუ გავიმარჯვე, ჯულიანას რომ ჩავეხუტები, ვერ „გაგვწიწკნიან“. ამ სეზონზე, უფრო სწორად, დარჩენილი ხუთი კვირის განმავლობაში, ჯულიანა ჩემია - მორჩა და გათავდა და ნებისმიერზე ვიეჭვიანებ, ვინც მას გაეკარება“, - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.
„თბილისელები“