„რისთვისღა ვზრდით ამ ბავშვებს, რომ ადამიანები, იარაღი და ნარკოტიკი გაყიდოს?“

Image

როგორც პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, ერთ-ერთმა ყოფილმა საჯარო მოსამსახურემ უთხრა რომ არის თემები, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა ვერ შეეხება: ეს არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა და ტრეფიკინგი.

 

 

„ძალიან გული მწყდება და პირდაპირ გეტყვით ისეთ ადგილას სიცოცხლე აღარ მინდა, სადაც სიმართლის და სამართლიანობის ადგილი არ არის. დღეს, ერთ-ერთმა ყოფილმა საჯარო მოსამსახურემ მითხრა რომ არის რაღაც თემები, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა ვერ შეეხებაო: ეს არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა და ტრეფიკინგი.

 

მთავრობები მიდიან და მოდიან და ამ თემებს ვერც ერთი ვერ ეხებაო. თუ ეს მართლა ასეა მაშინ რაღად გვინდა ასეთი ცხოვრება, სადაც ნარკოტიკის, იარაღის და ადამიანების უკანონო ვაჭრობა იქნება მუდმივი მოცემულობა - ამას ადამიანები შეეწირებიან და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ.

 

მე არ მინდა ასეთი სიცოცხლე. ჩემს შვილს რა ვუთხრა: შვილო გაიზარდე კარგი ბიჭი, მაგრამ იარაღის, ნარკოტიკების და ადამიანების უკანონო გამყიდველებს უნდა დაემორჩილოო. რისთვისღა ვზრდით ამ ბავშვებს? რომ ადამიანები, იარაღი და ნარკოტიკი გაყიდოს? ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ნურსად ნუ გამომყვებით, მე პოლიტიკური ლიდერობა არ მწადია. ჩვენს სინდისს და ნამუსს გავყვეთ ყველანი. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

 

ჩვენს ბავშვებს ნუ გავწირავთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებისათვის, სადაც უკანონოდ იარაღის, ნარკოტიკების და ადამიანების გაყიდვა ხელშეუხებელი დოგმაა. ეს არის აუცილებელი, თუ ჩვენ ცხოვრება გვინდა.

 

ნურსად გამომყვებით და ნურსად დამიწყებთ ძებნას - მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები - ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო საყვარელო ხალხო.

 

გინდათ თუ არა ცხოვრება მკლელობის გამყიდველთა ქვეყანაში?",- წერს ირაკლი კაკაბაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !